ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორში, კვერნაქის დასახლებაში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან, მის მოადგილესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, გორში, კვერნაქის დასახლებაში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

სამებისა და პეტრიაშვილის ქუჩების მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცე მოეწყო, სადაც კალათბურთის მინი მოედანიც განთავსდა.

2023 წელს გარე განათების სისტემა დამონტაჟდა სასაფლაოს ცენტრალურ გზებზე. სამების ტაძართან, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კიბეს. კიბე დაზიანებული იყო და სარგებლობისას საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას. პროექტის მიხედვით, მოეწყო ბეტონის კიბე მოაჯირებით, საყრდენი კედელი და დამონტაჟდა გარე განათების სისტემა.

სკვერი, ტაძართან მისასვლელი კიბე და სასაფლაოს ცენტრალური განათების მოწყობა კვერნაქის დასახლებაში მოსახლეობის ინიციატივითა და ჩართულობით განხორციელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები