ზუკა რურუა: გერმანიის ელჩი პირდაპირ პარტიული აქტივია რადიკალური ოპოზიციის
“გერმანიის ელჩი პირდაპირ პარტიული აქტივია რადიკალური ოპოზიციის,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზუკა რურუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ფიშერი არ ასრულებს ელჩის ფუნქციას.
„გერმანიის ელჩის მხრიდან ვხედავთ მხარეს, პირდაპირ პარტიული აქტივია რადიკალური ოპოზიციის. არ ასრულებს ელჩის ფუნქციას. ხშირად დაარღვია „ვენის კონვენცია“. ეს აუცილებლად არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი უშუალოდ გერმანიის სახელმწიფოსგან. სწორედ ამაზეა კითხვები გერმანიის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მიერ მის მიმართ“, – აღნიშნა რურუამ.