ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო: “მოსკოვის მექანიზმი” ჩვენთან კავშირში არ არის, მასზე წვდომა არ მაქვს

შეხვედრებზე ვახსენებდით [“მოსკოვის მექანიზმს”], ისინიც ახსენებდნენ, მაგრამ ჩვენთან კავშირში არ არის, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, დელეგაციის ვიზიტს კავშირი არ აქვს “მოსკოვის მექანიზმთან”.

„რა თქმა უნდა, ვახსენებდით, ისინიც ახსენებდნენ, მაგრამ ჩვენთან კავშირში არ არის. წვდომა არ მაქვს [“მოსკოვის მექანიზმის”] ანგარიშზე, არ მინახავს. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა აქტორთან ჩართულობა შევძელით,” – აღნიშნა პერე ჟოან პონს სამპიეტრომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები