გაერო-ს გენერალური მდივანი: ირანს თავდაცვის უფლება აქვს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისა და გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მედიის ცნობით, საუბრისას მხარეებმა რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, აშშ-სა და ისრაელის, ირანის წინააღმდეგ ომის ფონზე, მოსაზრებები გაცვალეს.

არაღჩიმ აღნიშნა, რომ ირანის ქმედებები მისი თავდაცვის უფლების ფარგლებშია და საერთაშორისო სამართლის აღიარებულ ნორმებს ეფუძნება. მან ასევე აღნიშნა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია უნდა დაგმოს.

თავის მხრივ, გუტერეშმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობას. მან განაცხადა, რომ ირანს თავდაცვის უფლება აქვს.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე კონფლიქტების გავრცელებისა და რეგიონული უსაფრთხოებისთვის საფრთხეების თავიდან აცილებაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები