პოლონეთის გენშტაბში განაცხადეს, რომ რუსულმა რაკეტამ ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის არმიის გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ დღეს პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

ამის შესახებ პოლონეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ვისლავ კუკულამ ბრიფინგზე განაცხადა.

“ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ამის დადასტურება გვაქვს ეროვნულ და მოკავშირე რადარებზე”, – განაცხადა კუკულამ.

Polsat News-ი მანამდე წერდა, რომ პოლონეთში საჰაერო სივრცეში, სავარაუდოდ, ფრთოსანი რუსული რაკეტა – Kh-22 ან Kh-101 მოხვდა, რომელიც შემდეგ კვლავ გაფრინდა უკრაინაში და, საბოლოოდ, საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

მომხდართან დაკავშირებით პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს სხდომა მოიწვია.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მუდმივ კონტაქტზეა ქვეყნის პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, გენშტაბის უფროსსა და შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები