ოკუპანტების სარაკეტო იერიშს უკრაინაში, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა – 75 დაშავდა
რუსი ოკუპანტების დღევანდელ მასიურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 75 მოქალაქე დაშავდა.
დაღუპულთაგან ორი კიევშია, სადაც ყველაზე მეტი დაშავებული არის – 28 პირი.
ყველაზე მეტი დაღუპული დნიპროშია. აქ “რაშისტების” იერიშს 5 ადამიანი იმსხვერპლა, 20-ზე მეტი დაშავდა.
ზაპოროჟიეში 4 დაღუპულია.
ოდესის რეგიონში 3 დაღუპული და 15 დაშავებულია.
ხარკოვში 3 დაღუპული და 11 დაშავებულია. ყველა დაღუპული ერთ საწარმოში მუშაობდა.
ლვოვის რეგიონში 1 დაღუპული და ათზე მეტი დაშავებულია.