კიევში დაშავებულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა
რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშის შედეგად, კიევში დაშავებულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ დაწერა.
„სარაკეტო თავდასხმის შედეგები: წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქში უკვე 17 დაშავებულია. ინფორმაცია ზუსტდება და განახლდება“, – დაწერა მან.