სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ოდესის რეგიონში, სულ მცირე, ორი ადამიანია დაღუპული

“რაშისტების” სარაკეტო იერიშის შედეგად, ოდესის რეგიონში, სულ მცირე, ორი ადამიანია დაღუპული და 10 დაშავებული.

ამის შესახებ რეგიონის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ხარლოვმა განაცხადა.

მომხდარის სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

დღევანდელი მასირებული იერიშის შედეგად დაღუპულები არიან ასევე ხარკოვსა და ლვოვში.

კიევში ათამდე დაშავებულია. ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ნანგრევებში, შესაძლოა, სამი ადამიანი რჩებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები