კიევში აფეთქების შედეგად საწყობი იწვის – რაკეტის ფრაგმენტი, სავარაუდოდ, კორპუსსაც მოხვდა

უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში გრძელდება.

როგორც ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაწერა, “პოდოლსკის რაიონში საწყობი იწვის. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა”.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სვიატოშინსკის რაიონში რაკეტის ფრაგმენტი, სავარაუდოდ, საცხოვრებელ სახლს მოხვდა, ცნობები ზუსტდება.

გარდა ამისა, ლვოვში რაკეტა, სავარაუდოდ სახლს მოხვდა, არიან დაშავებულები.

მედია ასევე წერს, რომ დნიპროში სავაჭრო ცენტრი იწვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები