“ტერორისტების მასირებული თავდასხმაა, გვჭირდება მეტი მხარდაჭერა და ძალა ამ ტერორის შესაჩერებლად” – ანდრეი ერმაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი რუსეთის მიერ ქვეყნის მასირებულ იერიშს გამოეხმაურა.
როგორც მან ტელეგრამში დაწერა, ”ჩვენი ქალაქების მიმართულებით ისევ მოფრინავენ რაკეტები”.
„ტერორისტების მასირებული თავდასხმაა, ჩვენს ქალაქებში ისევ მოფრინავენ რაკეტები, თავდასხმაა მშვიდობიან მოსახლეობაზე. უკრაინას მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდებით, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი საჰაერო ფარის გასაძლიერებლად. მაგრამ მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა და ძალა ამ ტერორის შესაჩერებლად“, – დაწერა მან ტელეგრამში.