პალესტინისადმი სოლიდარობის ნიშნად, პაკისტანში საახალწლო ღონისძიებები აიკრძალა

პალესტინისადმი სოლიდარობის ნიშნად, პაკისტანმა ახალი წლის აღნიშვნაზე უარი თქვა.

ამის შესახებ პაკისტანის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანვაარ-ულ-ჰაკ კაკარმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, – წერს Geo News-ი.

„პაკისტანელი ხალხი დასევდიანებულია. ამიტომ, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პაკისტანის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აკრძალოს ყველა საახალწლო ღონისძიება. მივმართავ ყველა პაკისტანელს – გამოავლინეთ სოლიდარობა ჩაგრულ პალესტინელებთან და ახალი წლის გათენებისას სისადავე დაიცავით”, – თქვა პოლიტიკოსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები