IDF: 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელმა ღაზაში 500-ზე მეტი სამხედრო დაკარგა
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომში ისრაელმა 501 სამხედრო დაკარგა.
„7 ოქტომბერს, სულ მცირე 274 სამხედრო და 38 ადგილობრივი უსაფრთხოების ოფიცერი ემსხვერპლა თავდასხმას. ხოლო ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას, ბოლო მონაცემებით, 167 ჯარისკაცი შეეწირა“, – ნათქვამია IDF-ის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ქვეყანამ ამ დროისთვის სახმელეთო შეტევის დროს 167 ჯარისკაცი დაკარგა.