ანდრეი ერმაკი: ვმუშაობთ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრის ორგანიზებაზე
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა უკრაინის პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის ორგანიზებისთვის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის საუბრის შემდეგ. ჩვენ ვმუშაობთ ორი ლიდერის შეხვედრის ორგანიზებაზე უახლოეს მომავალში“, – წერს ანდრეი ერმაკი X-ზე.
I had a productive phone call with Minister of Foreign Affairs of 🇭🇺 Péter Szijjártó. As a follow-up to the conversation between 🇺🇦 President @ZelenskyyUa and Prime Minister of 🇭🇺 @PM_ViktorOrban, we are working to organize a meeting between the two leaders in the near future.
— Andriy Yermak (@AndriyYermak) December 28, 2023