მედია: იერუსალიმის სომხურ უბანში 30-მდე შეიარაღებული პირი სომეხ მღვდლებსა და სტუდენტებს თავს დაესხა
იერუსალიმის სომხურ უბანში 30-მდე შეიარაღებული პირი სომეხ მღვდლებსა და სტუდენტებს თავს დაესხა.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა news.am ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდამსხმელები კეტებით, ცრემლსადენი გაზითა და სხვა საშუალებებით იყვნენ შეიარაღებული, რომლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა, პოლიციამ ორი პირი დააკავა.
როგორც იერუსალიმის სომხური საპატრიარქო იუწყება, თავდასხმა სომხური უბნის დიდი ნაწილის ავსტრალიელ-ისრაელელ ბიზნესმენზე 100 წლით იჯარით გადაცემას უკავშირდება, რომელიც მასობრივი პროტესტის შედეგად ჩაიშალა.