დონალდ ტუსკი კიევში ვიზიტს გეგმავს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ კიევში ვიზიტისთვის ემზადება, თუმცა თარიღი არ დაუკონკრეტებია.
„ცოტა უხერხულია ამაზე ლაპარაკი, რადგან ვიცი სიტუაცია, რომელშიც იმყოფება პრეზიდენტი ზელენსკი და მთელი უკრაინა. არასწორია კიევში ჩასვლა და მთელი ვიზიტის პოლონეთის ტრანსპორტის საკითხებისთვის მიძღვნა. მაგრამ ამ ვიზიტს ისე მოვამზადებთ, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან ჩემი შეხვედრის დროს გასაგები იყოს, რისი მიღწევა გვსურს“, – განაცხადა ტუსკმა.