ხონის მუნიციპალიტეტში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი  შუა ხნის მამაკაცია.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი სახლში მარტო იმყოფებოდა.

როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები