„წინასაარჩევნო ელფერი დასდევს“ – ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძის მიერ ფონდის დაფუძნებაზე

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ დაფუძნებას წინასაარჩევნო ელფერი დასდევს.

„სულ მცირე, ასეთი საქმე [ფონდის დაფუძნება] წინასაარჩევნო პერიოდში კი არ უნდა წამოიწყო, არჩევნებამდე ათეული წლით ადრე უნდა იზრუნო კულტურაზეც, ხელოვნებაზეც და ყველა სხვა სოციალურ პროგრამაზეც. მაშინ იქნება ეს აღქმული ხალხის მხრიდან, როგორც უანგარო სამსახური. დღეს, რა თქმა უნდა, ამას ჩვეულებრივი წინასაარჩევნო ელფერი დასდევს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები