ოზურგეთის მერი: სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით გვაქვს ხელშესახები სიახლეები

სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით გვაქვს ხელშესახები სიახლეები – შესყიდვა განხორციელდა და უახლოეს პერიოდში
ოზურგეთს ეყოლება 8 ერთეული ახალი ავტობუსი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მოემსახურება ჩვენს თანამოქალაქეებს. განახლებულ მაგისტრალებთან და მოსაცდელებთან ერთად, დარწმუნებული ვარ ახალი ტრანსპორტი დიდ სამსახურს გაუწევს ჩვენს თანამოქალაქეებს,“- ამის შესახებ ოზურგეთის მერმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

ავთანდილ თალაკვაძის თქმით, ოზურგეთისთვის პრიორიტეტულია ეკოლოგია და გარემოს დაცვა. ბიუჯეტის 11% მოხმარდება გარემოსდაცვით ღონისძიებებს და კომუნალური სერვისების განვითარებას. ამის გარდა ფონდების მხარდაჭერით გაიზრდება დასუფთავების მომსახურების არეალი.

„განხორციელდება მატერიელურ-ტექნიკური განახლება – 2024 წელს დავამატებთ 3 ახალ ნაგავმზიდს, რომელიც მოემსახურება ოზურგეთს. დამატებით ვგეგმავთ ახალი ნაგავშემკრები კონტეინერების შეძენას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. დაწყებულია დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი სისტემის დანერგვა, ხოლო მიღებული შემოსავალი ისევ სერვისის გაუმჯობესებას მოხმარდება,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები