ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.

„უფუნქციოდ დატოვებული აქტივების ჩართვა ეკონომიკაში, ტურიზმის და მათ შორის ეკოტურიზმის განვითარება, ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლება, მოქნილი, თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის განვითარება და საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის სფეროში აგროპროექტების ხელშეწყობა და მეტი დაფინანსების მოზიდვა – ეს არის ჩვენი ხედვა ეკონომიკური განვითარების სფეროში,“- აღნიშნავს მერი.

ავთანდილ თალაკვაძემ განსაკუთრებით გამოყო ისეთი პროექტები, რომელმაც ოზურგეთში დამატებითი ეკონომიკური აქტივობა – ახალი ეკონომიკა უნდა შექმნას.

„ეს არის პირველ რიგში დასაქმებაზე ორიენტირებული პროფესიული განათლების პროცესი; ტურიზმის გასაზრდელად, ეს არის უნიკალური პროექტი – გურიის ეროვნული პარკის დაფუძნება. დაცული ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ უნიკალურ ეკოსისტემას, რაც დამატებითი მიზიდულობის ცენტრი იქნება ტურისტებისათვის და შიდა ვიზიტორებისათვის. ჩვენი ეკონომიკისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი რესურსია შავიზღვისპირა ზოლი, სადაც უნიკალური ეკოლოგიური, კულტურული და ეკონომიკური პროექტები განხორციელდა და მომავალშიც განხორციელდება,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები