ქარელში საახალწლო ღონისძიება გალა კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა

საახალწლო ღონისძიებაზე ადგილობრივი მსმენელის წინაშე
ქართული ესტრადის ვარსკვლავები – ნუკრი კაპანაძე, დათუნა სირბილაძე, ნათია პერანიძე, მაია ჯაბუა, მანანა თოდაძე, ლიკა დოლიძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია, ანსამბლი “ქართლი ხმები” წარსდგნენ. საახალწლო საღამოს კი ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვა.

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ქარელში ცენტრალური სკვერის მიმდებარედ საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

მოედანზე მოეწყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები. გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. ადგილობრივი პატარები შეხვდნენ თოვლის პაპასა და ზღაპრის გმირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები