ნიკოლოზ სამხარაძე – „ლელო“ ვერასდროს გახდება ალტერნატიული ძალა, ვიდრე ითამაშებს იმ სცენარით, რა სცენარსაც მას „ნაცმოძრაობა“ უწერს”
მმართველი გუნდის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.
„ლელო“ ვერასდროს გახდება ალტერნატიული ძალა, ვიდრე ითამაშებს იმ სცენარით, რა სცენარსაც მას „ნაციონალური მოძრაობა“ უწერს. აქედან გამომდინარე, ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი „ლელოს“ საარჩევნო მიზნების მიმართ. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ სააკაშვილმაც თქვა, მამუკა ხაზარაძე გავაგზავნე ემიგრანტებთან სალაპარაკოდო. ამის შემდეგ რა წარმატებაზე და რა ალტერნატიულ ძალაზე შეიძლება იყოს საუბარი. დღევანდელი ვითარებით თუ ვიმსჯელებთ, მათ პარლამენტში მოხვედრის შანსიც კი არ აქვთ“, – განაცხადა სამხარაძემ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „ხელისუფლებაში იმ პოლიტიკოსების მოშვება არ შეიძლება, რომლებმაც უახლოეს წარსულში ადამიანის უფლებები დაარღვიეს. ხვდებით, ვისზეა საუბარი, ორი ძველი პარტია უნდა დამთავრდეს, ალტერნატივა ვართ ჩვენ“.