შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილზე: არ გვიტოვებს სხვა გამოსავალს, გარდა იმისა, რომ მის მიერ ნაწარმოებ საბოტაჟს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ საკანონმდებლო რეგულაციებით ვუპასუხოთ ხოლმე
დესტრუქციას უწყობს მთლიანად პროცესებს. საბოტაჟი ხდება მისი მხრიდან სხვადასხვა პოზიციაზე პირების შერჩევის დროს, იქნება ეს ეროვნული ბანკი, ცესკო თუ ა.შ. სამწუხაროდ აქ სალომე ზურაბიშვილი არ გვტოვებს სხვა გამოსავალს გარდა იმისა, რომ მის მიერ ნაწარმოებ საბოტაჟს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ საკანონმდებლო რეგულაციებით ვუპასუხოთ ხოლმე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„რაც შეეხება სხვადასხვა პუნქტს, რომელიც 9 რეკომენდაციაში არის, მათ შორის, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის განმტკიცებასთან დაკავშირებით, თუ რაიმე წინადადება იქნება, რა შეიძლება გაკეთდეს საკანონმდებლო დონეზე, გავაკეთებთ საკანონმდებლო დონეზე. ეროვნულ ბანკზე ჩვენ გვქონდა ისტერია, როდესაც ვნახეთ რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომელიც სრულად იყო დაფუძნებული ეროვნულ ინტერესებზე, ამ გადაწყვეტილების გამო ატეხეს ისტერია და ამ ისტერიკების შედგები არის ხოლმე ეს გამოხმაურებები. ამიტომაც ვუსვამ ხაზს, რამდენად დამაზიანებელია ეს ისტერია, დეზინფორმაცია და ყალბი ნარატივები ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ეს გავლენას ახდენს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.