მიხეილ სარჯველაძე: არ ვისურვებდი ოპოზიციის ადგილას ყოფნას
მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე მთავრობის მიერ ევროკავშირის 9 დათქმის სამოქმედო გეგმის გასაჯაროებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიციის ადგილას ყოფნას არ ისურვებდა, რადგან კრიტიკული შენიშვნის გამოთქმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით რთულია.
“ყველაფერი მკაფიოდ არის გამოხატული სამოქმედო გეგმაში. ყველაფერთან დაკავშირებით არის კითხვაზე პასუხი, ეს არის გეგმა, რომელიც სთავაზობს უკლებლივ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ იყვნენ ჩართულები თუ კი ამის სურვილი და შესაძლებლობა გააჩნიათ, მაგრამ არ ვისურვებდი ოპოზიციის ადგილას ყოფნას, რადგან ძნელია კრიტიკული შენიშვნის გამოთქმა ამ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.