„ჰამასმა“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას „არასაკმარისი“ უწოდა
ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ჰუმანიტარული პაუზების გაფართოებას გულისხმობს, არასაკმარისი უწოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, „ჰამასი“ მიიჩნევს რეზოლუციას „არასაკმარის ზომად, რომელიც არ პასუხობს სიონისტური ომის მანქანის მიერ შექმნილ კატასტროფულ სიტუაციას“.
ცნობისთვის, გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდასა და ყველა მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს.