გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნა, რომელიც მოიცავს სამ „გეპარდს“, საბრძოლო მასალას, საკომუნიკაციო სისტემებს და სხვა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, გერმანიის მთავრობამ გაგზავნა:
- 3 ერთეული „გეპარდი“;
- 30240 ერთეული 35მმ-იანი საბრძოლო მასალა „გეპარდისთვის“;
- დაუზუსტებელი რაოდენობის საბრძოლო მასალა Leopard 2A6 ტანკებისთვის;
- 10 უპილოტო საფრენი აპარატი;
- 2 HX81 ტრაქტორი;
- 8 სატვირთო მანქანა;
- 2 გამანადგურებელი მანქანა WiSENT 1 MC;
- 2 სასაზღვრო მანქანა;
- დაუზუსტებელი ტიპის 8 მანქანა;
- 2 AMPS საკომუნიკაციო დაცვის სისტემა ვერტმფრენებისთვის;
- 2500 155მმ ჭურვი;
- 25536 40მმ ჭურვი ყუმბარმტყორცნისთვის.
აღსანიშნავია, რომ მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარებას 2024 წლისთვის 8 მილიარდ ევრომდე გაზრდის.