იოავ გალანტი: „ჰამასის“ მეთაური მალე ჩვენი იარაღის ლულებს შეხვდება
იაჰია სინვარი მალე ისრაელის იარაღის ლულებს შეხვდება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
„ღაზას სექტორის ჩრდილოეთით, ოპერაცია ეტაპობრივად სრულდება და დასახულ მიზნებს აღწევს, „ჰამასის“ ბატალიონების დემონტაჟი და მისი მიწისქვეშა შესაძლებლობების აღმოფხვრა.
ჩვენ, ასევე, ვმოქმედებთ ხან-იუნისის რაიონში და ღაზას სექტორის სამხრეთით და მომავალში სხვა ადგილებშიც ვიმოქმედებთ.
ერთი რამ ცხადია, იაჰია სინვარი მალე ჩვენი იარაღის ლულებს შეხვდება“, – აღნიშნა გალანტმა.