პენზის რეგიონებიდან ადლერისკენ მიმავალ მატარებელში ღამით 12 წლის გოგონა გარდაიცვალა, 124 ბავშვი და 11 მოზრდილი სარატოვის საოლქო საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზებული.
როგორც ოლქის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ოლეგ კოსტინმა თქვა, 86 ბავშვს გრიპი აქვს, მათგან 11-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, ხოლო 15 ბავშვს – “ა” ჯგუფის გრიპი აქვს.
12 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.