“სააკაშვილის მანიფესტმა „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია უფრო მეტად დაშალა” – არჩილ თალაკვაძე
“მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვას ნუ ექნებათ ილუზია, რომ მათ განცხადებებზე საუბარს ბევრ დროს დავუთმობთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილისა და მისი განცხადებების შეფასებას ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ. საზოგადოებას აქვს უფრო საინტერესო საკითხები, რაზეც ხელისუფლების პოზიცია აინტერესებს. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ სწორედ ამ საკითხებზე საუბარს უნდა დავუთმოთ დრო, მით უმეტეს, საარჩევნო წელი იწყება. მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვას ნუ ექნებათ ილუზია, რომ მათ განცხადებებზე საუბარს ბევრ დროს დავუთმობთ.
რაც შეეხება სუპერ პაკ-ს, ჯერ დაშლის მანიფესტი ვნახეთ, ახლა სუპერ პაკ-ს ვხედავთ, რაც გამოსათქმელადაც ცოტა რთულია, თუმცა ვნახავთ, სუპერ პაკ-ი რას მოიტანს. მანიფესტმაც უფრო მეტად დაშალა „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, რომ შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი „სუპერ პაკი“.