ოზურგეთის მერმა მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა. მოქალაქეთა მომართვა ძირითად სოციალურ, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდებოდა.

ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, ნათია გოლიაძესთან ერთად, ადგილობრივების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრაში მათ დახმარებას დაჰპირდა.

„დღევანდელი დღე მოქალაქეთა მიღებას და მათი საჭიროებების განხილვას დავუთმეთ. საცხოვრისთან დაკავშირებული საკითხები, საკუთრების რეგისტრაცია, მომართვები მედიკამენტებზე და ჯანდაცვის სერვისებზე, ზრუნვა ბავშვებზე და ასაკოვან ადამიანებზე – ეს ის საკითხებია, რომელზეც თანამოლაქეები მოგვმართავენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, თითოეულს სათანადო ყურადღება მივაქციოთ და პრობლემის გადაჭრაში დავეხმაროთ,”- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები