სამტრედიაში შიდა საუბნო გზები წესრიგდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის, მელაურის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ მიწაბოგირაზე, მე-6 ქუჩაზე და ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში მე-4 ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.

აღნიშნულ ქუჩებზე კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა და ადგილობრივები განსაკუთრებით გამოხატავენ კმაყოფილებას მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით.

ორივე გზა აღნიშნულ სოფლებისთვის შიდა საუბნოა და რამდენიმე უბნის ერთმანეთთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზა.

პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, მიმდინარე სამუშაოები ზედამხედველობის სამსახურის უფროს ამირან თევდორაძესთან, მელაურის და ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სოფიკო კიკაჩეიშვილსა და ოთარ წულეისკირთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

,,პროექტები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს. ხარისხის მაჩვენებელი ვიზუალური დათვალიერებით მაღალია. მნიშვნელოვანია ყველა დასახელებაში მოწესრიგებული გზის არსებობა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად განხორციელდება როგორც მიმდინარე პერიოდში, ასევე, მომავალშიც”, – აღნიშნა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები