გორის მერი მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის ანგარიშს დაესწრო და გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა

გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის ანგარიშს დაესწრო და წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

“მზად ვარ, გავითვალისწინო თქვენი რეკომენდაციები და მადლობა, რომ ასე იაქტიურეთ მთელი წელი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა თვითმმართველობის პროცესებში და თქვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს თამაშობთ”, – ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შეხვედრის დასაწყისში და მრჩეველთა საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა.

მერის მრჩეველთა საბჭოს წლიური ანგარიშის წარდგენა პირველად გორში გაიმართა.

მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის ანგარიშს ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

საჯარო განხილვაზე საბჭოს თავმჯდომარემ, დაკო მურადაშვილმა აუდიტორიას მრჩეველთა საბჭოს წევრები, საბჭოს უფლებამოსილებები და განხორციელებული სამუშაოები წარუდგინა.

მნიშვნელოვანია, რომ წლის განმავლობაში საბჭოს მიერ გაწეული რეკომენდაციების ნაწილი მერიამ უკვე გაითვალისწინა, ნაწილი განხილვისა და დამუშავების პროცესშია.

შესრულებული რეკომენდაციები, რომელიც საბჭოს საქმიანობის ეფექტურობას, გამჭვირვალობასა და ღიაობას ეხებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიერ, დადებითად შეფასდა – გორის მერიამ მოქალაქეთა ჩართულობისა და მონაწილეობის ინდექსში ბოლო ორ წელთან შედარებით 25% – იანი ზრდა აჩვენა.

შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც აუდიტორიამ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მოისმინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები