ქობულეთში ხანძარი იყო

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სხვენს ცეცხლი გაუჩნდა, მოსახლეობა სრულად ევაკუირებულია. ადგილზე შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ.

როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები