ხაშურში, მიუსაფარმა ძაღლმა ორი ადამიანი დაკბინა

ხაშურში, მიუსაფარმა ძაღლმა 2 ადამიანი დაკბინა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია მოქალაქეზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, შემთხვევა ბაზრის ტერიტორიაზე გუშინ, 19 დეკემბერს მოხდა.

ორივე დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შესაბამისმა სპეციალისტებმა მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, ჭრილობები დაუმუშავდათ და თავს კარგად გრძნობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები