ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა

ოზურგეთის მერმა – ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან ნათია გოლიაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

„დღეს, ჩემს მოადგილესთან ერთად, სოციალური პრობლემების მქონე ოჯახები მოვინახულე და მათ საჭიროებებს პირადად გავეცანი. ვიცი, რომ კიდევ არაერთი ოჯახი ელოდება მერიისგან მხარდაჭერას და მაქსიმალურად შევეცდებით, მომავალშიც მათ გვერდით ვიყოთ. ზრუნვა თანამოქალაქეებზე, მათ პრობლემებზე რეაგირება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ!”, – აღნიშნა ოზურგეთის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები