“ვაკეთებთ იმას, რაც საჭიროდ მიგვაჩნია, რაც გვინდა“ – პუტინი უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებაზე
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში ფრონტის ხაზზე “დანამდვილებით შეიძლება, ითქვას, რომ ინიციატივა ჩვენი სამხედროების ხელშია”.
ამის შესახებ მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ საბჭოზე თქვა.
„ძირითადად, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც საჭიროდ მიგვაჩნია, რაც გვსურს. სადაც საჭიროა, სადაც თქვენ, მეთაურები, ზოგადად მეთაურები მიზანშეწონილად მიგაჩნიათ აქტიური თავდაცვის ტაქტიკის დაცვა – ეს ხდება და სადაც საჭიროა – ვაუმჯობესებთ ჩვენს პოზიციებს“, – თქვა მან.
პუტინის თქმით, მტერი დიდ ზარალს განიცდის და კონტრშეტევის დროს “თავისი რეზერვები გაფლანგა”.