ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში ენერგოეფექტური გაჩერება და სკამები გაკეთდა

“პროექტის „ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის“ ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში, თამაზ სტეფანიას, ფარნავაზ მეფისა და წისქვილის ქუჩებზე ენერგოეფექტური სკამები გაკეთდა, ხოლო სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე ენერგოეფექტური გაჩერება მოეწყო”,- ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

“ენერგოეფექტურ სკამებსა და გაჩერებაზე მოქალაქეებს უფასო ინტერნეტით სარგებლობა შეეძლებათ. სკამებზე ასევე ტემპერატურისა და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელია განთავსებული.

სკამებსა და გაჩერებებზე, ლოკაციების მიხედვით, ნებისმიერ მსურველს, QR კოდების მეშვეობით, მუნიციპალიტეტის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის მიღება შეუძლია. აღნიშნულ ინფრასტრუქტურაზე ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის რუკაცაა განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით პროექტის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისის ისტორიულ უბანში ასევე მოეწყო ენერგოეფექტური გარე განათება, მერაბ კოსტავასა და წისქვილის ქუჩებზე კი მუხის მარადმწვანე ნერგები დაირგო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები