რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის პირველი მეტოქის ვინაობა ცნობილია

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ (лдпр) მოსკოვში გამართულ ყრილობაზე პრეზიდენტობის თავისი კანდიდატი, პარტიის ლიდერი –  ლეონიდ სლუცკი წარადგინა.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს ჩატარდება.

ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე გამოაცხადა, რადგან, მისი თქმით, “ამჟამად სხვაგვარად შეუძლებელია, იყოს” და გუშინ, 18 დეკემბერს ქვეყნის ცესკოში პირველი მივიდა და კანდიდატად დარეგისტრირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები