“ჩვენმა ქვეყანამ წარმატებებს მიაღწია ეკონომიკის დარგში” – ედიშერ გვენეტაძე პრემიერის ანგარიშს აფასებს
ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ, მთავრობის ანგარიშს აფასებს.
როგორც გვენეტაძე “კვირასთან” საუბრისას აცხადებს, პრემიერის ანგარიშში საქართველოს რეალობა ზუსტად იყო გადმოცემული.
მაგალითად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ წარმატებებს მიაღწია ეკონომიკის დარგში.
“პრემიერმა ისაუბრა იმის შესახებ, რაც არის საქართველოს რეალობა. ჩვენმა ქვეყანამ წარმატებებს მიაღწია ეკონომიკის დარგში. მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილია ის, რომ ჩვენ თავისუფალი ვაჭრობა 2012 წლამდე მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებთან გვქონდა. ახლა გვაქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, არაბეთის ქვეყნებთან, ინგლისთან.
ამასთან, მინდა, ყურადღება გავამახვილო, რომ მთავარი დამსახურება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების არის ის, რომ მთავრობის დამსახურებით ჩვენ ქვეყანაში არის მშვიდობა.
ქვეყნის ხელისუფლებამ, ხალხთან ერთად, ეს ქვეყანა გამოატარა ბეწვის ხიდზე.
ვფიქრობ, უმთავრესი მიღწევა, რაზეც პრემიერმაც გაამახვილა ყურადღება, არის ის, რომ ირგვლივ ომი მიმდინარეობდა და საქართველოში, რომ იტყვიან, თავაუღებელი მშვიდობაა. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი”, – განაცხადა ექსპერტმა.
ცნობისთვის, მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას საქმიანობის ანგარიში გუშინ წარუდგინა.