Hyundai Motor-ი რუსეთის ქარხანას ყიდის

სამხრეთ კორეული Hyundai Motor-ის დირექტორატმა რუსული კომპანია Art-Finance-სთვის​ სანქტ-პეტერბურგში მდებარე ქარხნის მიყიდვა გადაწყვიტა.

ამის შესახებ Hyundai Motor-ის განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ შეთანხმების დეტალები ზუსტდება.

ამავე დროს, Hyundai გააგრძელებს რუსეთისთვის სერვისების მიწოდებას ადრე გაყიდული მანქანებისთვის.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, კომპანიის ქარხანა გასული წლის მარტიდან არის გაჩერებული.

მაისში რუსული აქტივები გერმანულმა საავტომობილო კონცერნმა – Volkswagen-მაც გაყიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები