ჩინეთში მიწისძვრას, სულ მცირე, 118 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით, განსუს პროვინციაში გვიან ღამით 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

მედია წერს, რომ მომხდარის შედეგად, სულ მცირე, 118 ადამიანია დაღუპული და 250-ზე მეტი – დაშავებული. მაშველები 13- გრადუსიან ყინვაში ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანას აგრძელებენ.

მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეულია შენობები და ინფრასტრუქტურა როგორც განსუს, ისე – მის მეზობლად მდებარე ცინჰაის პროვინციაში. ზოგიერთ რაიონში დაზიანებულია ელექტრო და ენერგომომარაგება.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ 5000-მდე შენობა და ნაგებობა დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები