იოავ გალანტი: ისრაელი ღაზაში ოპერაციის შემდეგ ფაზაზე ეტაპობრივად გადავა

Israel Minister of Defense Yoav Gallant makes a joint statement with his U.S. counterpart, Secretary of Defense Lloyd Austin, after their meeting about Israel's military operation in Gaza, in Tel Aviv, Israel, Monday, Dec. 28, 2023. (AP photo/ Maya Alleruzzo)

ისრაელი ღაზაში ოპერაციის შემდეგ ფაზაზე ეტაპობრივად გადავა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობა, სავარაუდოდ, ჩრდილოეთით პირველი სანაპირო ზოლის დაბრუნებას შეძლებს.

„შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ღაზის სხვადასხვა ტერიტორიების განსხვავებას მალე შევძლებთ. ყველა ტერიტორიაზე, სადაც ჩვენს მიზანს მივაღწევთ, ჩვენ შევძლებთ ეტაპობრივად გადავიდეთ შემდეგ ფაზაზე და ადგილობრივი მოსახლეობის დასაბრუნებლად მუშობა დავიწყოთ. ეს ნიშნავს, რომ ამის მიღწევა უფრო ადრე ჩრდილოეთშია შესაძლებელი“, – განაცხადა იოავ გალანტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები