ზალუჟნი მის კაბინეტში ნაპოვნ მოსასმენ მოწყობილობას გამოეხმაურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი მის კაბინეტში აღმოჩენილი მოსასმენი აღჭურვილობის საკითხს პირველად გამოეხმაურა.

ზალუჟნიმ დაადასტურა, რომ ის ნაპოვნია კაბინეტში, რომელშიც გადასვლა დღეს უწევდა.

„ასე გეტყვით: ეს ის ოთახია, რომლითაც დღეს უნდა მესარგებლა. გუშინ შემოწმების დროს იქ მოსასმენი აღჭურვილობა აღმოაჩინეს”, – თქვა მან.

ზალუჟნიმ ასევე დაადასტურა, რომ ამ კაბინეტში მუდმივად არ მუშაობდა.

“რამდენიმე ადგილი მაქვს, სადაც ვმუშაობ და ერთ-ერთ მათგანში მოხდა. დიდი ხანია, იქ არ ვყოფილვარ. მაგრამ შევამოწმეთ და ვიპოვეთ”, – თქვა უკრაინის მთავარსარდალმა.

ზალუჟნის კაბინეტში მოსასმენი აღჭურვილობის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. მოგვიანებით კი უკრაინის სუს-ში განაცხადეს, რომ აღჭურვილობა ზალუჟნის იმ ოთახშია ნაპოვნი, რომელშიც ის მომავალში გადავიდოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები