სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ვუჩიჩის პარტია ლიდერობს

სერბეთის პარლამენტის ვადამდელ არჩევნებში პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩის “სერბეთის პროგრესული პარტია” (SNS) ლიდერობს.

ამ დროისთვის ხმების 91%-ზე მეტია დათვლილი და ვუჩიჩის პარტიას 47,21% აქვს, ანუ პარლამენტში – 128 მანდატი.

მეორე ადგილზეა პროდასავლური ბლოკი – “სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ”, რომელმაც ხმების 22,9% მოიპოვა, 65 ადგილი; მესამე ადგილზე გავიდა სოციალისტური პარტია გავიდა და 6,67% მიიღო, ანუ – 18 მანდატი.

კოალიცია NADA-მ 4,9% ანუ 13 მანდატი მიიღო.

“ეს არის აბსოლუტური გამარჯვებაა და მე ეს მახარებს”, – თქვა ვუჩიჩმა წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები