კიევში აფეთქებების ხმა ისმის
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განგაშის ხმაა.
მედიის ცნობით, კიევის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ “სავასლეიკას” აეროდრომიდან რუსული MiG-31K-ების მორიგი აფრენა დაფიქსირდა, რომლებიც ზებგერით რაკეტებს “კინჟალს” ატარებს.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ სამი საჰაერო სამიზნე მოძრაობს ხმელნიცკის რეგიონში სტაროკონსტანტინოვის აეროდრომის მიმართულებით.