ზელენსკი ნორვეგიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი – ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ში ვიზიტის შემდეგ, დღეს ნორვეგიაში ჩავიდა.

დაგეგმილია, რომ უკრაინის ლიდერს მიიღებს ქვეყნის პრემიერმინისტრი​, იონას გარ სტიორე..

ლიდერებმა უნდა განიხილონ რამდენიმე საკითხი, კერძოდ, უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა.

ნორვეგიის პრემიერის კომუნიკეში ნათქვამია, რომ “ნორვეგია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმ ბრძოლაში, რომელშიც ის იცავს თავს. ჩვენ უკრაინას ვუწევთ მიზანმიმართულ, გრძელვადიან მხარდაჭერას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. უკრაინის ძალისხმევა მნიშვნელოვანია თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აქ, ნორვეგიაში”.

ზელენსკი ასევე დაესწრება სკანდინავიური ქვეყნების სამიტს, რომელიც დღეს ოსლოში გაიმართება.

გარდა ამისა, დაგეგმილია აუდიენცია ნორვეგიის მეფესთან მთელი სამეფო ოჯახის თანდასწრებით.

ზელენსკი სტორტინგში (პარლამენტი) სიტყვით გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები