ფრედერიკ ბეგბედერს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ – აღძრულია საქმე

ცნობილ ფრანგ მწერალს, პუბლიცისტს, ლიტერატურათმცოდნეს, რედაქტორს, სცენარისტს, მსახიობს და რეჟისორს, ფრედერიკ ბეგბედერს გაუპატიურებაში სდებენ ბრალს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ Le Figaro წერს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციაში მამაკაცის წინააღმდეგ განცხადება ივლისის ბოლოს შევიდა. ქალი ამბობს, რომ ღამე მწერალთან გასულ ზაფხულს გაატარა. მისი თქმით, მათ შეთანხმებული სქესობრივი აქტი ჰქონდათ, რომელსაც მოჰყვა მეორე აქტი იმ დროს, როდესაც მას ეძინა.

მწერალი 12 დეკემბერს დააკავეს და დაიწყო წინასწარი გამოძიება „გაუპატიურების“ მუხლით. თუმცა, მოგვიანებით ის გაუშვეს. პროკურატურაში განაცხადეს, რომ ის „სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმფციით“ და უარყოფს ბრალდებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები