“ახლა ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ ომი მოიგოს” – ბაიდენი უკრაინის ნატოში მიწვევის შესახებ

თეთრ სახლში უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა 2024 წელს ნატოში უკრაინის მიწვევაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

თავდაპირველად, ნატოში უკრაინის მიწვევის პერსპექტივებზე ზელენსკიმ ისაუბრა.

“ეს ძალიან რთული კითხვაა. მე სწრაფად ვპასუხობ: ჩვენ მოკავშირეები ვართ, მაგრამ არ ვართ ნატოს წევრები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ კითხვას ჩვენს დიდ მეგობარს, პრეზიდენტ ბაიდენს გადავცემ”, – თქვა მან.

თეთრი სახლის ლიდერმა არსებულ პირობებში ალიანსის ერთიანობას გაუსვა ხაზი და გაიხსენა, რომ ვლადიმერ პუტინმა “ნატოს ფინეთიზაციის” ნაცვლად მიიღო “ფინეთის ნატოიზაცია”.

“და ნატო იქნება უკრაინის მომავალში, ეჭვგარეშეა. მაგრამ, როგორც ვთქვით სამიტზე ვილნიუსში, უკრაინა გახდება ნატოს წევრი, როცა ალიანსის ყველა წევრი დათანხმდება და ყველა პირობა შესრულდება. და ახლა ჩვენ გვინდა, ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ისინი მოიგებენ ომს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები