“უკრაინის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის იდეა უაზრობაა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში, ჯო ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მშვიდობის იდეაზე ისევ ისაუბრა.

„როგორ შეიძლება, უკრაინამ დათმოს თავისი ტერიტორიები? ეს უბრალოდ სისულელე და უაზრობაა. საუბარია იმაზე, რომ იქ ჩვენი უკრაინელები, ჩვენი შვილები არიან,  ოჯახები, იქ, ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. იქ ჩვენი ხალხი ხდება წამების, გაუპატიურების მსხვერპლნი და მათ კლავენ“, – თქვა მან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისთვის რთულია გაგება, “რომელ პოლიტიკურ მოთამაშეებს და ძალებს აქვთ იდეა, შესთავაზონ უკრაინას – დათმოს თავისი ტერიტორიები და ხალხი, მათი ისტორიები და მეხსიერება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები