ისრაელის განცხადებით, ღაზაში ტყვეობაში მყოფი 135 ადამიანიდან ცნობილია, რომ 19 გარდაცვლილია. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა BBC-ი წერს.
მანამდე ისრაელის სამხედროებმა აღნიშნეს, რომ მათმა ძალებმა ორი მძევლის ცხედარი იპოვეს.
მათივე ცნობით, ცხედრები იდენტიფიცირებულია და ისინი 27 წლის ედენ ზაჩარია და 36 წლის ზივ დადო არიან. როგორც ცნობილია, ისინი ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ნოვას მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცა.