ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ღაზაში მყოფი ორი მძევლის ცხედარი იპოვეს

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ღაზაში მყოფი ორი მძევლის ცხედარი იპოვეს.

მათივე ცნობით, ისინი იდენტიფიცირებულნი არიან – 27 წლის ედენ ზაჩარია, რომელიც ნოვას მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცეს და 36 წლის ზივ დადო, რომელიც ისრაელის სამხედროებმა უკვე გარდაცვლილად გამოაცხადეს.

ამასთან, IDF-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი ოჯახები უკვე ინფორმირებული არიან.

„ოჯახს სამძიმარს ვუცხადებთ. ჩვენი ვალდებულებაა დაკარგულების პოვნა და ყველა მძევლის სახლში დაბრუნება ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რათა ყველა მძევალი ოჯახს დავუბრუნოთ“, – აღნიშნულია ისრაელის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები